ადამიანისთვის არის ერთი სანუკვარი გრძნობა: ის სიხარული, როცა გაიგებ, რომ შენზე ფიქრობს ვინმე და შენი ბედი აწუხებს გულწრფელად და უანგაროდ. პატიოსანი თვალივით იშვიათი და ძვირფასი სიხარულია ეს სიხარული, რამდენ პირობას უნდა მოუყაროს თავი მის ასახდენად? განგებამ, ამას მხოლოდ რჩეულთათვის აკეთებს უზენაესი...