ა/ ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის ბიოლოგიური და სამკურნალო მომსახურებანი თავისი შინაარსით და დანიშნულებით წარმოადგენენ სამედიცინო საქმიანობის სფეროში წარმოებად პროცედურებს, რომელთა დროსაც ხდება დონორისგან ბიოლოგიური მასალის აღება უჯრედების ან ქსოვილების სახით, შემდგომ განსაზღვრული სამედიცინო მეთოდოლოგიით მისი დამუშავება და კრიოპრეზერვირება უჯრედული კონცენტრატის სახით პაციენტისთვის მისი აუტოლოგიური ან ალოგენური ტრანსპლატაციისთვის, რაც ემსახურება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ან მის სრულ გამოჯანმრთელებას.