გ/ პაციენტი ხელს აწერს წერილობით ინფორმირებულ თანხმობას, რომელიც ეხება მკურნალობას და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს, რითაც ის იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. დამკვეთი მხარე იქნება პასუხისმგებელი უჯრედული მასალის ბიოლოგიური პროდუქტის გაცემაზე მას შემდეგ, რაც გადაამოწმებს ჩატარებულ და წინამდებარე ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ ანალიზებს და პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
დ/ შემსრულებელი მხარე პასუხისმგებელია სამედიცინო მომსახურებაზე, რომელსაც განახორციელებს მისი სტრუქტურა ცალკეულ პაციენტზე; ხოლო პაციენტი საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას მკურნალობის შედეგებზე, ისე როგორც ეს მითითებული იქნება პაციენტის მიერ ხელმოწერილ წერილობით ინფორმირებულ თანხმობაში, რომელიც დგება მკურნალობის დაწყებამდე შემსრულებელთან.