42. გადახდის ვადები და პირობები
ა/ მხარეთა შორის გადახდები იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს მხარეთა მიერ მითითებული საბანკო ანგარიშებზე, რომელთა რეკვიზიტები მითითებულია ამავე ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში, აგრეთვე დამატებით შეთანხმებებში.
ბ/ შემსრულებელი და ოპერატორი მხარეებისთვის გადასახდელი თანხის სრულად დაფარვის ვადაა 10 (ათი) სამუშაო დღე პაციენტისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების დაწყებიდან.
გ/ გადახდის განხორციელების არამართლზომიერი დაგვიანებისას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს გადასახდელი თანხის 0,05%-ს.