გ) შემსრულებელი მხარე ვალდებულებას იღებს:
- ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ყოველთვიურად მიიღოს და უმკურნალოს 20-დან 25-მდე პაციენტს;
- ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 თვის გასვლის შემდეგ თუ გაიზრდება პაციენტთა რაოდენობა მთლიანად უზრუნველყოს პაციენტთა გაზრდილი ოდენობის მიღება-მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთ და ოპერატორ მხარეს უფლება ეძლევათ იზრუნონ გაზრდილი ოდენობის პაციენტებისათვის მკურნალობის ჩასატარებლად სხვა კლინიკაში (სხვა შემსრულებელთან), რაც არ ჩაითვლება შემსრულებელი მხარის მიმართ ექსკლუზიურობის დარღვევად. შემსრულებელი მხარის მიერ სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, რომ ის შეძლებს (სამკურნალო, ლაბორატორიულ, ტექნიკური ბაზა) და აქვს სურვილი მიიღოს და უმკურნალოს გაზრდილი ოდენობის პაციენტებს, მას მიეცემა დამატებითი ორი თვე (დამატებით გათვალისწინებულ 6 თვეზე) აღნიშნულის განხორციელების დასაწყებად.