ბ/ მხარე აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის განხორციელდა მისი სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში. მხარის მიერ დასაქმებული დამრღვევი ცალკეული პირები პასუხს აგებენ დამოუკიდებლად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დებულება არ ვრცელდება სხვა სახის დარღვევებზე და თუკი მხარის დასაქმებული პირი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიაყენებს არამართლზომიერ ზიანს ხელშემკვრელ სხვა მხარეს ან მხარეებს, მასთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრება.